ავარია მოხდა სტალინის მუზეუმის ავტოპარკინგის სიახლოვეს. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
,,როგორც გავიგეთ, ტურისტი გადადიოდა და მანქანამ გზა დაუთმო. გაჩერებულ ავტომობილს კი მეორე მანქანამ უკნიდან დაარტყა"- განაცხადეს ადგილზე მყოფებმა.
ავარიის დროს ერთ-ერთ ავტომანქანაში მგზავრი ცუდად გახდა და მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს: ,,ნაოპერაციებელი ქალი იჯდა მანქანაში და ცუდად გახდა" - გვითხრეს თვითმხილველებმა.
სტატიის გამოყენების პირობები