ახალი ამბები
თედოწმინდაში საქანელა ხიდის მშენებლობა დაიწყო - მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში საქანელა ხიდის მშენებლობა დაიწყო.

საქანელა ხიდის მშენებლობით თედოწმინის მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა, მათი თქმით, დაპირება ისეთი ხიდის მშენებლობა იყო, სადაც გადაადგილებას მანქანებიც შეძლებდნენ.

სამუშაოებს შ.პ.ს. “მაქსიმუმი” ასრულებს. როგორც “ქართლის ამბებს” კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე განუცხადეს, მშენებლობა 4 თვეში უნდა დასრულდეს. ახალი ხიდი ძველის, ამორტიზებული ხიდის გვერდით, მდინარე ლიახვზე გადაიჭიმება და მოსახლეობა შეძლებს საკუთარ ბაღებში გასვლა-გამოსვლას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები