გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მდებარე ისტორიული შენობის ფასადიდან ფილა ტროტუარზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტს ჟურნალისტი გოგა აფციაური შეესწრო. მისი ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ სხვა ფილებიც ჩამოვარდეს.
ფილა სასტუმრო ,,ინტურისტის'' ფასადიდან ჩამოვარდა. მდებარეობს სტალინის გამზირი #26-ში, სტალინის მუზეუმთან ახლოს. შენობა 1953 წელს არის აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
სტატიის გამოყენების პირობები