ახალი ამბები
გორის მერიის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა აქცია-პერფორმანსი გამართა

,,კოტე, მეც მყავს შვილი"

,,არა დისკრიმინიციას"

ამ შინაარსის წარწერები დატოვეს დღეს, საღამოს გორის მერიის შენობის წინ.

აქცია - პერფორმანსი გამართა გაუქმებული სპოტრტის განყოფილების თანამშრომელმა, მარტოხელა დედამ თეა კეჩხუაშვილმა.

თეა კეჩხუაშვილი 2026 წლის 15 აგვისტოდან სამსახურის გარეშე დარჩა. გორის მერმა კოტე ბუზალაძემ რეორგანიზაციის საბაბით სპორტის განყოფილება გააუქმა. განყოფილებაში დასაქმებული ყველა პირი სხვა სამსახურში გადაიყვანეს. მხოლოდ თეა კეჩხუაშვილი დატოვეს სამსახურის გარეშე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები