ახალი ამბები
კასპში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კასპში, კოჯრის ქუჩა N24ა-ში, ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

,,შემოწმებისას დადგინდა, რომ შპს „ლეწე“ (ს/კ 432543740) ნახევარფაბრიკატებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.

გარდა ამისა, საწარმოში გამოვლინდა: ეტიკეტირების წესის დარღვევა; კრიტიკული შეუსაბამობები; საქმიანობის არარეგისტრირებულად განხორციელება."-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

დარღვევების გამო შპს „ლეწე“ დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები