ახალი ამბები
ხმაური გორის საკრებულოში: გათავისუფლებულ თანამშრომელს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს

ხმაური იყო გორის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.

მერის მიერ გაუქმებული სპორტის განყოფილების თანამშრომელმა თეა კეჩხუაშვილმა საკრებულოს წევრებს სპორტის სფეროში დაინტერესებისკენ მოუწოდა:

,,დაინტერესდით, რა მდგომარეობაშია სპორტული ინფრასტრუქტურა. დაიბარეთ გორის მერი, კონსტანტინე ბუზალაძე და მოსთხოვეთ ანგარიში, რა გააკეთა ამ ხნის განმავლობაში."- განაცხადა სხდომაზე თეა კეჩხუაშვილმა.

სხდომის თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ თეა კეჩხუაშვილს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა. დაცვის წევრებს მოსთხოვა მისთვის დარბაზი დაეტოვებინათ.

თეა კეჩხუაშვილი გორის მერიის სპორტის განყოფილებაში მუშაობდა. 2026 წლის 15 აგვისტოდან სპორტის განყოფილება გაუქმდა. თეა კეჩხუაშვილის გარდა, განყოფილების თანამშრომლები სხვა სამსახურში გადაიყვანეს.

თეა კეჩხუაშვილი ამბობს, რომ სპორტის განყოფილება მის გამო გააუქმეს, რადგან უწყების შიგნით ყოველთვის საუბრობდა პრობლემებზე და ეს არ აპატიეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები