ახალი ამბები
საოკუპაციო რეჟიმმა აგვისტოში ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 40 პირი გამოავლინა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, 2026 წლის აგვისტოში, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმისა და ასევე ,,საზღვრის კვეთის" ფაქტზე 40 დამრღვევი გამოავლჯნეს.

. მათგან სამმა ,,სახელმწიფო საზღარი" დაარღვია, ხოლო 37 - სასაზღვრო რეჟიმი.

,,შედეგად, 20 პირს გაფრთხილება მიეცა, 15 დამრღვევს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, ორი ადამიანი კი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ფარგლებიდან გააძევეს. სამი პირის მიმართ მოკვლევა გრძელდება." - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 31 ათასი რუბლი იქნა ამოღებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები