ახალი ამბები
ყოფილ ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს სამშობლოს ღალატის მუხლით ბრალი წარედგინება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე დააკავეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების ამსახველი მასალა მისმა მეუღლემ გაავრცელა. კადრებში პროკურატურის თანამშრომლები ჩანან.

რადიო თავისუფლების ცნობით, ჯერ კიდევ 7 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გამოძიება „სამშობლოს ღალატის“ მუხლით დაიწყო. გამოძიების მიზეზი გახდა გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება.

გიორგი ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.“, - განაცხადეს პროკურატურაში

Print

სტატიის გამოყენების პირობები