გორში, სადგურის დასახლებაში, დაშავებული მამაკაცი ნახეს. კეცხოველის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ჩვენს კითხვაზე, რითია დაშავებული მოქალაქე, პოლიციის თანამშრომლებმა კომენტარი არ გააკეთეს. დაშავებული მოქალაქე აცხადებდა, რომ ის უბრალოდ წაიქცა.
ადგილზე, სადაც სისხლის გუბეები იყო, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. სისხლის კვალს პოლიციელები სხვა ტერიტორიაზეც ეძებდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები