კასპი - მეფისქალაქის გზის სამუშაოები 2026 წლის 1-ელ სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.
თუმცა, ამ ეტაპზე საგზაოს წარმომადგენლები მეტეხის ხიდთან მუშაობენ. ხიდიდან მეფისქალაქამდე ჯერ ისევ შორია. წინ სოფელი მეტეხია.
2025 წლის 12 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გზის რეაბილიტაციას კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" ახორციელებს.
საგზაო კომპანიას სამუშაოები დავალების მიღებიდან 12 თვეში უნდა დაესრულებინა. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები 2025 წლის 1 სექტემბერს დაიწყო.
პროექტის საერთო ღირებულება 14.8 მილიონ ლარს შეადგენს.
ცნობისათვის, კასპი - მეფისქალაქის გზის რეაბილიტაცია 2024 წელს უნდა დაწყებულიყო. კომპანია ,,ერტედემ" [გუთენ ტრაკენის სახელით ცნობილი კომპანია] ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა სამუშაოები მიატოვა. ადგილზე მის გამოჩენას 11 თვე ელოდნენ. მეორე ტენდერი 2025 წლის ივნისში გამოცხადდა.
სტატიის გამოყენების პირობები