ახალი ამბები
სტალინის ბავშვობის სახლისა და ფანჩატურის რეაბილიტაცია ვადაში ვერ დასრულდა

საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ბავშვობის სახლისა და მისი მიმდებარე ფანჩატურის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა. ობიექტი ხელშეკრულების მიხედვით, 2026 წლის 2 აგვისტოს უნდა ჩაბარებულიყო.

რეაბილიტაციისთვის 138 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები 2025 წლის 1 სექტემბერს დაიწყო, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, რომ სტალინის ბავშვობის სახლისა და ფანჩატურის რეაბილიტაცია 325 დღეში უნდა დასრულებულიყო.

დადგენილი ვადის მიუხედავად, სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და ობიექტი დამთვალიერებლებისთვის სრულად ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ეტაპზე ტურისტებს მუზეუმის მხოლოდ იმ ნაწილის დათვალიერება შეუძლიათ, სადაც სამუზეუმო ექსპონატებია განთავსებული, ასევე სტალინის სახელობის ისტორიული ვაგონის

Print

სტატიის გამოყენების პირობები