ახალი ამბები
გორის, ხაშურისა და ქარელის რამდენიმე სკოლაში პირველკლასელები არ დარეგისტრირებულან

გორის მუნიციპალიტეტის 3 სკოლაში, ასევე ხაშურის 3 და ქარელის 2 სკოლაში პირველკლასელები არ დარეგისტრირებულან.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს აღნიშნული სკოლები ზეპირად არ ახსოვს.

ხაშურის რესურსცენტრის დირექტორს მოლოდინი აქვს, რომ ოქტომბრამდე ინფორმაცია განახლდება.

,,ამ ეტაპზე სამი სკოლაა, სადაც არ არის, მაგრამ თითოეულში აქვთ საყოველთაო რეგისტრაციის ბოლო ეტაპზე მოლოდინი, რომ პირველკლასელი ეყოლებათ"- განაცხადა ზვიად გოგუაძემ.

ქარელის რესურსცენტრის ხელმძღვანელს მსგავსი სკოლები ზეპირად ახსოვს.

„ეს იცით, რა პერიოდია? პანდემიის პერიოდი იყო და ამან გამოიწვია ბავშვების ნაკლებობა. ნელ-ნელა 2022 წელს დაბადებული ბავშვები წამოიწევიან და პროგრესული გვექნება მომდევნო წლები. ჩემი თხოვნა იქნება, რომ დღეს კარგზე ვფოკუსირდეთ და ეტაპობრივად მერე ვისაუბროთ მსგავს საკითხებზე“, – განაცხადა გია ბერძნიშვილმა.

ტრადიციულად, ქარელის მუნიციპალიტეტში პირველკლასელები არ ჰყავთ ძამის ხეობის სოფელ გვერძინეთსა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ავლევში.

რაც შეეხება კასპს, მისი რესურსცენტრის ხელმძღვანელი მედიის ზარებს არ პასუხობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები