ახალი ამბები
ურბნისში საბავშვო ბაღი გაიხსნა - პროექტის დასრულებას მოსახლეობა 3 წელი ელოდა

ურბნისის საბავშვო ბაღი გახსნეს, რომელსაც 20-მდე აღსაზრდელი და მათი მშობლები 2023 წლიდან ელოდებოდნენ.

დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია. საბავშვო ბაღი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში - 2024 წლის ოქტომბერში უნდა ყოფილიყო მზად. თუმცა უკვე 2026 წლის სექტემბერია.

ქარელის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში ამხანაგობა ,,აი ქეი ბილდი'' 75 ბავშვზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღს 2023 წლის ივნისიდან აშენებდა.

სამუშაოებისთვის 1.7 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები