ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ 15 სექტემბერს საღამოს მოხდა.
ბავშვი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანით ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითები ბავშვთან ერთად ქუჩაზე მოძრაობდნენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სტატიის გამოყენების პირობები