ახალი ამბები
დეტალები გორში მომხდარი ავარიის შესახებ

,,არ ვიცით, აქ არ ცხოვრობს. არ ვიცით, საიდანაა. დაეჯახა და შევარდა.'' - აცხადებენ გორში, კომბინატის დასახლებაში იმ კორპუსის მცხოვრებნი, სადაც მანქანა ავტოფარეხის კარს დაეჯახა და შიგნით შევარდა.

როგორც ისინი აცხადებენ, ავტოფარეხი ძირითადად საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.

ინციდენტი, დღეს, გორში, კორპუსის ეზოში მოხდა. ამის გამო მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

შსს-ს ცნობით, მძღოლი დაჯარიმდა. არავინდ დაშავებულა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები