შსს-ს ცნობით, გორის იმ რესტორნებიდან, სადაც ახალი, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს, ინციდენტის შესახებ შეტყობინება არ შესულა.
15 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთ რესტორანში მოსწავლეები მეთვალყურეობის გარეშე იმყოფებოდნენ და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
,,მსგავსი ფაქტის შესახებ შერყობინება არ ყოფილა. ამასთანავე, ჩვენი თანამშრომლებიც პრევენციის მიზნით იმყოფებიან ადგილზე"- გვითხრეს შსს-ში.
სტატიის გამოყენების პირობები