ახალი ამბები
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება, რადგან, მისი განმარტებით, ორგანიზაცია მილევად რეჟიმშია.

„ქართულმა ოცნებამ“ „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით“ გრანტების მართვის სააგენტო 2025 წლის გაზაფხულზე შექმნა იმ მიზნით, რომ NGO-ებს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეღოთ. მანამდე არასამთავრობო სექტორს უცხოური დაფინანსების მიღება აუკრძალეს.

„ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ ენჯეოები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და ენჯეოებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები