ახალი ამბები
გორთან ტრაილერი და ავტობუსი შეეჯახნენ

გორთან ახლოს, თვითმხილველის ცნობით, ერთმანეთს ტრაილერი და ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა.

შსს-ს ცნობით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტობუსი კი, მათი ცნობით, არ ასრულებდა რეისს.

ავტობუსში მხოლოდ ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. რა ვითარებაში მოხდა შეჯახება, ამის თაობაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები