გორის უნივერსიტეტში საერთო საცხოვრებელი მოეწყო. შენობა გუშინ განათლების მინისტრმა გახსნა, თუმცა დღეს დაკეტილი დაგვხვდა. საერთო საცხოვრებელში ყოფნის სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს.
საცხოვრებელში ჯამში სულ 22 ოთახია. აქედან ერთი ოთახი ტენისისთვისაა გათვალისწინებული, მეორე ოთახი მოსასვენებლად, მესამე ოთახი კი საცხოვრებელის ადმინისტრაციისთვის.
დარჩენილი 19 ოთახიდან 18 ერთადგილიანია. 1 - ორადგილიანი. ჯამში 20 სტუდენტის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.
ოთახები პროფესიულ კოლეჯ ,,განთიადის" ბოლო ფლიგელში გაარემონტეს.
როგორც ,,ქართლის ამბებს" უნივერსიტეტში განუცხადეს, მიმდინარეობს სტუდენტთებთან შეხვედრა და მათი ინფორმირება.
,,ვგეგმავთ ოთახების რაოდენიბა 40-მდე გაიზარდოს"- გვითხრეს უნივერსიტეტში.
სტატიის გამოყენების პირობები