ახალი ამბები
„მასწავლებელი თქვენი განტევების ვაცი არ არის“ - გორის მე-10 სკოლის ყოფილი პედაგოგის მიმართვა მშობლებს

მშობელთა კომიტეტებისა და სამეურვეო საბჭოების უმოქმედობაზე გორის მე-10 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი, ირმა ამბარდნიშვილი წერს.

მისი თქმით, ეს რგოლები სკოლებში რეალურ ფუნქციას არ ასრულებენ და ხშირად დირექტორების პირად ინტერესებს ემსახურებიან. პედაგოგი მშობლებს ევროპული და ამერიკული სკოლების მაგალითს ახსენებს, სადაც კომიტეტები ფინანსების მოძიებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.

„ნახეთ, ხომ, ქეიფი და დროსტარება 15 სექტემბერს? არასრულწლოვანები ალკოჰოლსაც კარგად სვამენ და ბევრი აყალმაყალიც იყო! სწორედ ამათ მშობლებს ვერ მიატანინებ, ვერ ააკრეფინებ ფულს! გროშს! რომ მათ შვილს ჰქონდეს კლასში პრინტერი, ელექტრონული დაფა, პროექტორი, წყლის დისპენსერი... თუნდაც კოსმეტიკური რემონტი! რას ამბობთ? იწყება დიდი სკანდალი, ჩივილი და დაბეზღება! აქეთ მანდატურს მოუხმობენ. აი, მანდატურს ყველაფერი რომ ეხება, მანდ მთავრდება სკოლის და განათლების საქმე!" - აღნიშნავს ამბარდნიშვილი.

პედაგოგი განმარტავს, რომ სამეურვეო საბჭოს კანონი ფინანსების მოძიებას არ უკრძალავს და მისი მთავარი მიზანი სწორედ სკოლის განვითარებაზე ზრუნვაა.

„ასე ხდება ნომერ პირველ ქვეყანაში, ამერიკაში! და ევროპაშიც! და ამას ნუ დაამადლით თქვენ შვილებს! მასწავლებელი თქვენი განტევების ვაცი არ არის! არ აქვს სკოლას ბიუჯეტი? იმოქმედეთ! სამეურვეო საბჭოში და მშობელთა კომიტეტებში ნუ აირჩევთ ისეთ ხალხს, დირექტორმა რომელიმე მასწავლებლის მისაქსევად გამოგიყენოთ! ან თავისი პოსტის შესანარჩუნებლად! სკოლა გეკუთვნით თქვენ და თქვენ შვილებს უკეთესი განათლების მისაღებად!" - წერს ირმა ამბარდნიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები