ახალი ამბები
ტყვიავის საჯარო სკოლის ტენდერი არ შედგა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოსაწესრიგებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, მონაწილეობა არავინ მიიღო.

ტენდერი სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდა. გორის მერიას ახალი ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები