ახალი ამბები
ლამისყანის სკოლა სეისმურ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს - შენობის რეაბილიტაცია იწყება

კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანის საჯარო სკოლას აცნობეს, რომ შენობა შეუსაბამოა სეისმურ ნორმებთან. 2026 წლის ოქტომბრიდან კი მისი რეაბილიტაცია იგეგმება.

„გაკვეთილზე ვარ, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია", - გვითხრა ლამისყანის საჯარო სკოლის დირექტორმა იმ კითხვის პასუხად, თუ რა ელის მოსწავლეებს რეაბილიტაციის დაწყებისას.

ტენდერი 2026 წლის 4 სექტემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. წინადადებების მიღება 4 ოქტომბერს მთავრდება. სამუშაოები 16 თვეში უნდა დასრულდეს.

ამ ეტაპზე 1.7 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ თუ რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთა რიგი შეუსაბამობები, შესაძლოა ეს თანხა გაიზარდოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები