ახალი ამბები
ქარელში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

„სამართალდამრღვევს სოფელ ქვენატკოცაში, სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში დაურეგისტრირებული ლენტური, ცირკული და ტორსული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა დამონტაჟებული", - აღნიშნავენ უწყებაში.

სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, დეპარტამენტის მტკიცებით, განთავსებული იყო დაახლოებით 11 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი და ძელაკი).

„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები