იმ ფონზე, როდესაც 26 სექტემბერს გორში „ქართული ოცნების“ და სახელისუფლებო მედიის შეტევის შემდეგ კორძის კონცერტი ჩაიშალა, ზემო სერის ტყეში რეპერ ზაზა ნოზაძის კონცერტზე დასასწრებად მერია ხალხის მობილიზებას იწყებს.
ადგილობრივი ხელისუფლების დაკვეთით დაგეგმილ ღონისძიებაზე უფასო ავტობუსები მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ყოველ ნახევარ საათში იმოძრავებს.
კონცერტი 26 სექტემბერს საღამოს გაიმართება. მერიის კულტურის ააიპ-მა ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად ინდმეწარმე გიორგი ტაბატაძე დაიქირავა, რომელსაც მინიმუმ 20-წლიანი გამოცდილების რეპერის მოძებნა დაავალა. ტაბატაძემ ასეთი გამოცდილების რეპერად ზაზა ნოზაძე შეარჩია.
ინდმეწარმე ჯამში ბიუჯეტიდან 93 000 ლარს მიიღებს. რეპერს კი 1-საათიან გამოსვლაში 9000 ლარს გადაუხდიან.
ზემო სერის ტყეში ტრადიციული დღესასწაული „ხაშურობა“ იმართება.
სტატიის გამოყენების პირობები