ახალი ამბები
ავარია გორის შემოსასვლელში - მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო

გორის შემოსასვლელში ავარია მოხდა, რის გამოც გარკვეული ხნის განმავლობაში ბერბუკის მხრიდან საავტომობილო მოძრაობა სრულად იყო პარალიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ უკვე შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები