ახალი ამბები
ხანძარი გორში - წმინდაწყლის უბანში მიკროტალღურ ღუმელს ცეცხლი გაუჩნდა

გორში, წმინდაწყლის უბანში ხანძარი გაჩნდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ცეცხლი მიკროტალღურ ღუმელს გაუჩნდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მაშველების ოპერატიული მუშაობის შედეგად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე მალევე მოიხსნა.

„ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული, არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები