გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლამ ევროპული ენების დღე აღნიშნა. ღონისძიებაში V, VIა, VI ბ, VII, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება — ის არის კულტურის, ისტორიისა და ხალხებს შორის დამაკავშირებელი უხილავი ხიდი“, — აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების მიზანს მოსწავლეებში უცხო ენებისადმი ინტერესის გაღვივება, მრავალფეროვანი კულტურების გაცნობა და ევროპული ენების სწავლის მნიშვნელობის წარმოჩენა წარმოადგენდა.
ცნობისთვის, ევროპული ენების დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება. ის ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ინიციატივით 2001 წელს დაწესდა, ხოლო საქართველოში ეს დღესასწაული 2012 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია ენობრივი მრავალფეროვნების ხელშეწყობა და წევრი სახელმწიფოების 800 მილიონზე მეტი მაცხოვრებლის წახალისება, რათა ნებისმიერ ასაკში დაიწყონ ახალი ენის სწავლა.
სტატიის გამოყენების პირობები