ახალი ამბები
გორში, კოსტავას გამზირზე სატვირთო ავტომანქანამ გაზსადენი მილი დააზიანა

გორში, კოსტავას გამზირზე, საკანალიზაციო მილის აღსადგენად გაგზავნილმა სატვირთო ავტომანქანამ გაზსადენი მილი დააზიანა.

ინციდენტის გამო, ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. შემთხვევის ადგილზე „სოკარ გაზის“ თანამშრომლები იმყოფებიან და დაზიანებული გაზსადენის აღდგენაზე მუშაობენ.

რაც შეეხება უშუალოდ საკანალიზაციო მილს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დაზიანდა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის მოხერხდება მისი სრულად აღდგენა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები