ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - მელიქიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

გორში, მელიქიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, ინციდენტის დროს ორივე ავტომობილში ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.

შემთხვევის შედეგად ფიზიკურად არავინ დაშავებულა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები