კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში (ყარაღაჯი) მარტოხელა კაცი, იმედა ნაგულიშვილი უკიდურესად მძიმე პირობებში, სხვის სახლში ცხოვრობს.
ადგილობრივის თქმით, მას საცხოვრებელში წყალი ჩამოსდის, ადგილობრივი ხელისუფლება კი მეორადი გადასახური მასალის (შიფერის) მიწოდებაზეც უარს ეუბნება. ამასთან, მას სოციალური დახმარება მოუხსნეს, შშმ პირის სტატუსის გამო დანიშნული თანხა კი შეუმცირდა.
„წყალი ჩამომდის, მეორად შიფერსაც არ მაძლევენ. სოციალური დახმარება მქონდა, ისიც მომიხსნეს. პენსიას ვიღებ და იმის თანხაც სესხში მიდის. შშმ პირი ვარ. 60 ლარს ვიღებდი, ახლა 40 ლარს ვიღებ თვეში. რისთვის მომაკლეს ის თანხა?“ - ჰყვება იმედა ნაგულიშვილი.
მარტოხელა კაცი ყურადღების ნაკლებობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას მხოლოდ სოფლის გამგებელი ეხმარება პირადი სახსრებით.
„არავინ გკითხულობს, როგორ ხარ. ერთადერთი სოფლის გამგებელი ვასილ ქვრივიშვილი მაქცევს ყურადღებას. ახალ წელს, ჩემს დაბადების დღეზე მომიტანს ხოლმე კანფეტებს თავისი ხარჯით. სხვა დღეებში, არც აღდგომას, არც სხვა დღეებში გამგეობიდან არც მკითხულობენ“, - ამბობს ის.
აღნიშნულ თემაზე ვიდეორეპორტაჟი მზადდება.
სტატიის გამოყენების პირობები