გორის მერიამ „გორის დღეზე“ მიწვეული შემსრულებლების ანაზღაურებისთვის 18 000 ლარი გაითვალისწინა.
3 ოქტომბერს დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებაზე, მაყურებლის წინაშე ჯგუფი 1/4 და დიჯეი გიგა პაპასკირი წარდგებიან.
„როგორც იქნა გორში, 3 ოქტომბერს მოვდივართ გორში“, - წერენ მომღერლები სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, 26 სექტემბერს გორში მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ღონისძიება გაუქმდა.
სტატიის გამოყენების პირობები