განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ხაშურში მიმდინარე სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
გამოსვლისას მან საკუთარ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და ხაშურელებს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის წინ ბორჯომის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიიღო.
„ჩემო ძვირფასო ხაშურელებო... მინდა გითხრათ, რომ ცოტა ხნის წინ მე მომანიჭეს საპატიო ბორჯომელის წოდება... ამაზე დიდი აღიარება მე არ მიმიღია, როცა შენი ქალაქი გიწოდებს გამორჩეულს“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა ღონისძიებაზე.
სტატიის გამოყენების პირობები