ახალი ამბები
გორში ოქროს ნივთების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გორში ოქროს ნივთების ქურდობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დაკავება დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან ოქროს ნივთები მოიპარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისგან თავს იკავებენ. ამ ეტაპზე ოფიციალურად კვლავ უცნობია, გაიხსნა თუ არა უშუალოდ დეპუტატის ბინის გაქურდვის საქმე.

„ბრალდებულს ბევრი ბინის ქურდობა ბრალდება და ასე ვერ დავაკონკრეტებთ“, — აცხადებენ შსს-ში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები