ახალი ამბები
ავარია გორის ცენტრალურ მოედანზე

გორის ცენტრალურ მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა.

ინციდენტის შედეგად დაშავებულ მგზავრებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, რის გამოც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ორი ეკიპაჟი მივიდა. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები