ახალი ამბები
გორში საახალწლო დეკორაციებისთვის 434 000 ლარი დაიხარჯება

გორში საახალწლო დეკორაციების მოსაწყობად 434 000 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ მიიღო.

როგორც ცნობილია, მომავალი დღესასწაულისთვის გორში რამდენიმე ახალი სივრცე მოეწყობა. კერძოდ, ქალაქში განთავსდება დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი, მატარებელი და ე.წ. „ჯადოსნური სახლი“.

დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო დეკორაციები სპეციალური, „წარმოსახვითი კონცეფციის“ მიხედვით შეიქმნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები