ახალი ამბები
„ფრთხილად იარეთ და არაფერი მოგივათ“ - თამარაშენში ახალმა სანიაღვრე არხმა მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში გზაჯვარედინზე ახლად მოწყობილმა სანიაღვრე არხმა მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

ადგილობრივების განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად გზაჯვარედინი შუაზეა გადაჭრილი, რაც ღამით გადაადგილებისას განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის.

„თუ მანქანა ღამით შეუხვევს და დროულად ვერ შეამჩნევს, შესაძლოა ამოყირავდეს. ასევე, თუ ბავშვები ზედა ქუჩიდან ველოსიპედით ჩამოვლენ, დიდი ალბათობით დაშავდებიან“, - აცხადებენ თამარაშენის მაცხოვრებლები.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობა სოფლის წარმომადგენელს, გვარად კილასონიას დაუკავშირდა. თუმცა, როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ხელისუფლების წარმომადგენლის პასუხი პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა: „ფრთხილად იარეთ და არაფერი მოგივათ.“

Print

სტატიის გამოყენების პირობები