კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ 2025 წელს საზღვარგარეთიდან იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მერის პოზიციაზე მუშაობისას.
დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების სახით, დღევანდელი კურსით, მაისურაძეს ჯამში 64 826.40 ლარი აქვს მიღებული. რაც შეეხება მის ოფიციალურ ანაზღაურებას, კასპის მერის წლიური ხელფასი ბიუჯეტიდან 64 795 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, დეკლარაციაში ასახული გზავნილების ჯამური ოდენობა მერის წლიურ ანაზღაურებას 31.40 ლარით აღემატება.
ირკვევა, რომ ვახტანგ მაისურაძე ფულად გზავნილებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს. მედიასთან საუბრისას მერი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.
„დიახ, ჩემი ოჯახის წევრია აშშ-ში. ყველაფერი დეკლარაციაში მაქვს მითითებული და შეგიძლიათ ნახოთ“, - აცხადებს კასპის მერი.
სტატიის გამოყენების პირობები