სურამში #4 საჯარო სკოლის არსებული კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება. მიუხედავად ამისა, კონკრეტულად როდის დაიწყება და დასრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.
სამუშაოების ვადებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, სკოლაში აცხადებენ, რომ პროცესი უკვე დაწყებულია: „არსებული კორპუსის რეაბილიტაცია მოხდება. სატენდერო წინადადების მომზადება დაწყებულია და როგორც გვითხრეს, დეკემბერში დაიდება.“
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას 2026 წლის 28 სექტემბერს, სურამის კულტურის სახლში წარუდგინეს. შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მოსალოდნელი სამუშაოების, შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების გეგმებისა და პროექტის განხორციელების ეტაპების შესახებ.
გავრცელებულ განცხადებაში სკოლის ადმინისტრაცია პროცესში მხარდაჭერისთვის სურამის კულტურის სახლსა და სურამის რწმუნებულს, გია ქურდაძეს მადლობას უხდის.
სტატიის გამოყენების პირობები