ახალი ამბები
კარალეთში ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - ბოლო 10 თვეში სოფელში 10-ზე მეტი მსგავსი ობიექტი დაილუქა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინდივიდუალური მეწარმის, ვ. ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო შეამოწმა.

სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას ობიექტზე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

„სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა“, - აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გამოვლენილი დარღვევების გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და მას საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ცნობისთვის, მსგავსი ფაქტები კარალეთის თემში იშვიათობას არ წარმოადგენს. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 თვის განმავლობაში სოფელში 10-ზე მეტი ანალოგიური ობიექტი დაილუქა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები