ახალი ამბები
„თვითონ უკავია უკანონოდ თანამდებობა და ასაქმებს მეგობრებს“ - მარტოხელა დედა გორის მერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი, მარტოხელა დედა თეა კეჩხუაშვილი მერს, კონსტანტინე ბუზალაძეს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

კეჩხუაშვილი მერიის სპორტის განყოფილებაში მუშაობდა, თუმცა 2026 წლის 15 აგვისტოდან იგი სამსახურის გარეშე დარჩა, მას შემდეგ, რაც აღნიშნული განყოფილება გორის მერის გადაწყვეტილებით ოფიციალურად გაუქმდა.

ყოფილი თანამშრომლის ინფორმაციით, განყოფილების გაუქმების მიუხედავად, ყველა სხვა თანამშრომელს ალტერნატიული სამსახური გამოუნახეს, თავად კი შემოსავლის გარეშე დატოვეს. თეა კეჩხუაშვილი მიიჩნევს, რომ გორის მერმა მის მიმართ, როგორც ქალისა და მარტოხელა დედის მიმართ, დისკრიმინაციული მიდგომა გამოიყენა, რითაც დანაშაული ჩაიდინა.

„დღესაც აქ ვდგავარ, მარტოხელა დედა, წვიმაში... თვითონ კი უკავია უკანონოდ თანამდებობა და ასაქმებს მეგობრებს“, — აცხადებს თეა კეჩხუაშვილი პროტესტის ნიშნად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები