ახალი ამბები
ხაშურში 15 000 ლარის ღირებულების კვადროციკლის ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

ხაშურში მომხდარი ქურდობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა კვადროციკლი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდობაში ბრალდებული პირი წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი. ოფიციალური მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი 15 000 ლარს შეადგენს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები