ახალი ამბები
კირბალში XVIII-XIX საუკუნეების კვირაცხოვლის ეკლესია დანგრევის პირასაა - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მდებარე კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ისტორიულ შენობას სასწრაფო დახმარება და გამაგრება ესაჭიროება.

ადგილობრივები შესაბამისი უწყებების მხრიდან ყურადღებასა და დროულ რეაგირებას ითხოვენ. მათი განცხადებით, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში არ ჩატარდება, ტაძარი საბოლოო დანგრევისთვისაა განწირული, რაც სოფლისთვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვას ნიშნავს.

ცნობისთვის, ისტორიული და კულტურული ძეგლთა აღწერილობის მიხედვით, სოფელ კირბალში მდებარე კვირაცხოვლის ეკლესია XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები