ხაშური-სურამის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრმა ჩეხეთის მთავრობისგან დაფინანსება მიიღო, რის საფუძველზეც ლაზერული ლითონდამუშავების პრაქტიკული კურსი განხორციელდა.
სასწავლო პროგრამა ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრ „ახალ ბანაში“ ფუნქციონირებადი „ავტოზონის“ მსმენელებმა გაიარეს. ეპარქიის ინფორმაციით, კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები ბოჭკოვანი ლაზერული დანადგარის ოთხ ძირითად ფუნქციას პრაქტიკულად გაეცნენ. მათ დეტალურად შეისწავლეს ლითონის შედუღების, ჭრის, წმენდისა და შედუღების შემდგომი დამუშავების სპეციფიკა.
პრაქტიკული სასწავლო პროგრამა ერთ თვეს გრძელდებოდა. კურსის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოში ჩეხეთის ელჩიც დაესწრო, სადაც მსმენელებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
სტატიის გამოყენების პირობები