გორის გოგონათა გუნდის დირიჟორს, ნინო წიკლაურს გორის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მუსიკოსისთვის აღნიშნული სტატუსისა და შესაბამისი ჯილდოს გადაცემა საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საზეიმო ვითარებაში მოხდა.
ცნობისთვის, გორის გოგონათა გუნდი, რომელსაც ნინო წიკლაური ხელმძღვანელობს, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბაზაზეა შექმნილი და წლებია მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული.
სტატიის გამოყენების პირობები