ფეისბუქზე დაწერილი კომენტარების გამო, ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამსახურმა მოკვლევა კასპის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო.
როგორც ირკვევა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ სოციალურ ქსელში აქტივობის გამო კასპში მცხოვრებ ორ მამაკაცს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები უკვე შეუდგინა.
აღსანიშნავია, რომ შედგენილი ოქმები შემდგომი რეაგირებისთვის კასპის მაგისტრატ სასამართლოს გადაეცა. საქმის განმხილველმა მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა სასამართლო სხდომა 12 ოქტომბერს ჩანიშნა.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები და ოქმების ზუსტი შინაარსი, თუ კონკრეტულად რა სახის კომენტარები გახდა მოკვლევის დაწყების საფუძველი, უცნობია.
სტატიის გამოყენების პირობები