რუისის №1 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2023 წელს დაიწყო და იმავე წელს უნდა დასრულებულიყო, ამ ეტაპზე შეჩერებულია. მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანია „აი ქეი ბი ბილდთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობა საბოლოოდ შეწყვიტა.
ოფიციალური მონაცემებით, პროექტის ფარგლებში ბიუჯეტიდან კომპანიაზე უკვე გადახდილია 1.08 მილიონი ლარი. ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ კი ფონდი, პირგასამტეხელოს სახით, 403 000 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს.
როგორც ირკვევა, საუბარია 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებელ კომპანიაზე, რომელსაც სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლიდან 2026 წლის აგვისტომდე 5-ჯერ გაუხანგრძლივეს, თუმცა პროექტი მაინც დაუსრულებელი დარჩა.
სტატიის გამოყენების პირობები