პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრებმა გორში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს. ვიზიტის მიზანს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და პრობლემების პირადად მოსმენა წარმოადგენდა.
როგორც შეხვედრაზე გაირკვა, გორში მოსახლეობას არაერთ გამოწვევასთან უწევს გამკლავება. მთავარ პრობლემებს შორის დასახელდა დაბინძურებული წყალი, ნაგავსაყრელი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მიგრაცია, სიღარიბე და გაძვირებული ცხოვრება.
პოლიტიკოსების განცხადებით, ამ პრობლემების შესახებ ისინი სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში ისაუბრებენ, რათა საზოგადოებამ გაიგოს, თუ რა პირობებში უწევთ ადგილობრივებს ცხოვრება. მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, აღნიშნული გამოწვევები სრულად უნდა მოგვარდეს.
სტატიის გამოყენების პირობები