კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების მიჯნაზე, კერძოდ კავთისხევი-ნიჩბისის მონაკვეთზე, გზა ჩაინგრა. ფოტომასალა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ გაავრცელა.
მისი განცხადებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მონაკვეთი მათ ტერიტორიაზე არ შედის, პასუხისმგებლობას კი არც კასპის მერია იღებს. „კასპის მერიის დამცველები აცხადებენ, რომ ეგ გზა მერიას არ ეკუთვნისო. იქნებ ვინმემ გააკეთოს, ვისაც ეკუთვნის. საკმაოდ დიდ ფართობზეა დაზიანება და სხვაგანაც ჩავარდება გზა“, - აღნიშნავს მილაძე.
ცნობისთვის, კავთისხევი-ნიჩბისის 7.4-კილომეტრიან მონაკვეთზე გზა 2023 წელს დაიგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 5.8 მილიონი ლარი დაიხარჯა.
სტატიის გამოყენების პირობები