ახალი ამბები
გორში, კეცხოველის ქუჩაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების დამონტაჟების მიუხედავად გორში სადგურის დასახლებაში ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა კეცხოველის ქუჩაზე მოხდა.

ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, Honda-ს მძღოლმა სიჩქარე შეანელა, რა დროსაც უკან მიმავალი BMW დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი მას შემდეგ დაამონტაჟეს, რაც შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ, ამავე ქუჩაზე მცხოვრები მიხეილ ფავლენიშვილი დაინიშნა.

მანამდე წლების განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები „ბუგაროვკების“ დამონტაჟებას ითხოვდნენ.

გზა გორი-ატენი-უფლისციხის დამაკავშირებელ მონაკვეთს წარმოადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები