გორის ცენტრში, ეკლესიის წინ, მძღოლი დააკავეს. როგორც პოლიციელებსა და დაკავებულს შორის საუბრიდან გაირკვა, მანქანამ, ქალაქში მოძრაობისას, საავარიო სიტუაცია შექმნა, რაზეც დევნა განხორციელდა.
მანქანას პატრულის 3 ეკიპაჟი აედევნა. მძღოლი ეკლესიის წინ გააჩერეს.
„რა საავარიო სიტუაცია შევქმენი?! როგორ დამაკავეს, ჯერ ის იკითხეთ“ - ეუბნებოდა მძღოლი პატრულის ერთ-ერთ თანამშრომელს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის უფროსიც მივიდა, რომელმაც გვითხრა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა.
სიტუაციის გარკვევის დროს ეკიპაჟის წევრს პირად მობილურ ტელეფონზე უცნობმა პირმა დაურეკა:
„შენი ბიჭია დაკავებული, რომელი?“ - ჰკითხა უცნობ პირს, სატელეფონო საუბრის დროს, პატრულის თანამშრომელმა.
იმის გამო, რომ სატელეფონო საუბრის დეტალები არ გამჟღავნებულიყო, ეკიპაჟის წევრს გაჩუმება ურჩიეს.
გაგრძელება: შსს-ს ცნობით, მძღოლი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით [სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობა].
სტატიის გამოყენების პირობები